რა მოხდება თუ ავარიის შემდეგ მივატოვებთ შემთხვევის ადგილს

ra moxdeba Tu avariis Semdeg mivatovebT SemTxvevis adgils

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ვართ, აუილებელია შემთხვევის ადგილას დავრჩეთ, ამასთან არ უნდა გადავაადგილოთ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებაც.

აღნიშნული დანაწესის შესრულება ეხმარება საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ზუსტად აღიქვას არსებული სიტუაცია და დაადგინოს შესაბამისი პირის ბრალეულობა.

იმ შემთხვევაში თუ ავარიის ადგილიდან გადაადგილებთ ავტომობილს, მაშინ თქვენ დაჯარიმდებით 250 ლარით. ხოლო, თუ მიატოვებთ ავარიის ადგილს, მაშინ 250 ლარიან ჯარიმასთან ერთად 6 თვის ვადით შეგიჩერდებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.